

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, კონკურსის საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, 8 იანვარს გასაჯაროვდება.
მისივე თქმით, იმ კონკურსანტებს, რომელთაც კომისია არ გაუწევს რეკომენდაციას თანამდებობაზე დასანიშნად, უფლება ექნებათ, ორი დღის ვადაში მიმართონ საპრეტენზიო კომისიას.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, კონკურსის ყველა ეტაპი კანონის სრული დაცვით ჩატარდა. „არც ერთი საჩივარი არ შესულა გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგებს არავინ შეწინააღმდეგებია და ეჭვქვეშ არ დაუყენებია ტესტირების გამჭვირვალობა,“ – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ 5 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
ვაკანტურ თანამდებობებზე, მომავალ კონკურსამდე, მოვალეობას შეასრულებენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 42 ახალ შტატზე, რომელიც საკრებულომ 29 დეკემბერს დაამტკიცა, ჯერჯერობით კონკურსი არ გამოცხადებულა. ზოგ თანამდებობაზე, აუცილებლობიდან გამომდინარე, დაინიშნებიან საჯარო მოხელეები მოვალეობის შემსრულებლებად არაუმეტეს სამი თვის ვადით.
კონკურსით გამოვლენილი პირები, კობა ლურსმნაშვილის თქმით, „კანონის თანახმად, დაინიშნებიან გარკვეული გამოსაცდელი ვადით. თუმცა, დამნიშვნელი გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა ეს უფლება. აღმასრულებელ რგოლში კოდექსით გათვალისწინებული სრულფასოვანი გადანიშვნა მოხდება არაუგვიანეს ექვსი თვისა. უმრავლეს შემთხვევაში ის დისკრეციული უფლება იქნება გამოყენებული, რაც აქვს გამგებელს თანამდებობაზე მოხელის დანიშვნისას,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეებმა, რომლებიც მუშაობდნენ თანამდებობებზე, კარგი შედეგები აჩვენეს – 90%-ზე მეტმა ტესტირებისას ბარიერი გადალახა. კობა ლურსმანაშვილის შეფასებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მთლიანობაში საინტერესოდ იმუშავა.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი