

ვაშლევის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი კონკურსის „იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში“ გამარჯვებულია. მან ამ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა.
მან „დედა ენის“ ყდა შექმნა და დაწერა წერილი, რომლის ადრესატიც იაკობ გოგებაშვილი იყო.
წერილში შოთი წუხილს გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ენა ბარბარიზმებით ბინძურდება. შოთი ამ კონკურსში უკეთეს შედეგს ელოდა.
კონკურსის შედეგები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე კომისიამ გადაწყვიტა, გამარჯვებულები ქართული ენის დღეს დაესახელებინა.
შოთი წიქარიშვილი წარჩინებული მოსწავლეა. „კინგსის“ კონკურსის გამარჯვებულია მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში. მან საქართველოს მასშტაბით სამივე საგანში პირველი ადგილი დაიკავა. შოთი ამ კონკურსში II კლასიდან მონაწილეობს და 5 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,