
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის სკოლის მეხუთე კლასელი შოთი წიქარიშვილი „კინგსის“ კონკურსის გამარჯვებულია მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში. მან საქართველოს მასშტაბით სამივე საგანში პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ კონკურსში მე-2 კლასიდან მონაწილეობს და 5 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
მეორე წელია, შოთის „ბიბლუსი“, როგორც აქტიურ მკითხველს, წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით ასაჩუქრებს.
შოთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ყველაზე პატარა მოხალისეა და სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში აქტიურად ერთვება.
პანდემიის პერიოდში გახდა ეკოკლუბის – „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ წევრი. მისმა პროექტმა, რომელიც სოფელში არსებულ უკანონო ნაგავსაყრელებს შეეხებოდა, ამ ორგანიზაციისგან გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
„კინგსი“ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, – ამბობს შოთი წიქარიშვილი, – პანდემიამდე ამ კონკურსში სამი ოქროს მედალი მოვიპოვე, პანდემიის პერიოდში – ორი. ბანაკში დასვენების საგზურით დამაჯილდოვეს. ამ კონკურსმა ბევრი მეგობარი შემძინა. ამიტომ მომავალშიც ჩავერთვები. დიდი მადლობა „კინგსა“ და „კინგსელებს“.
შოთი არა მარტო თავად მონაწილეობს კონკურსებში, არამედ კონკურსების ინიციატორია. ვაშლევის სკოლაში, პანდემიასთან დაკავშირებით, ხატვისა და თხზულებების კონკურსი მოაწყო. ამ კონკურსის პრეზენტაცია კი სკოლაში ინგლისურ ენაზე გაიმართა. ამაში დამრიგებელი ლილი პაქსაშვილი, სკოლის დირექტორი ქეთევან ლურსმანაშვილი და სკოლის მასწავლებლები დაეხმარენ. შოთი ამბობს, რომ მის ინიციატივებს სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ყოველთვის მხარს უჭერენ.
წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, გამორჩეულად – რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“. ამჟამად ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტოს“კითხულობს. ისტორიული და დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა იტაცებს.
შოთის სურვილია, სკოლის ბიბლიოთეკა გაარემონტოს და ახალი წიგნებით შეავსოს.
ახლახან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „საშობაო ზღაპარი“ და განათლების სამინისტროს კონკურსში „იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში“ მონაწილეობდა. საშობაო ზღაპარი ვაშლევის შესახებ დაწერა, მეორე კონკურსისთვის კი „დედა ენის“ ყდა შექმნა. შოთი ორივე კონკურსის შედეგების მოლოდინშია.
წარმატებებს ვუსურვებთ შოთი წიქარიშვილს და მის მშობლიურ სკოლას.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა