

5 და 6 აპრილს 11:00 საათამდე ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 562-მდე გაიზარდა.
დაავადებულთაგან 541 გამოჯანმრთელებულია, 13 – გარდაცვლილი. ამჟამად კორონავირუსით დაავადებული რვავე პირი ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ხარაგაულში 13 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
დღის ბოლომდე ეს მონაცემი, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან მოლითის ზონის სკოლების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიცპალიტეტში ბოლო ორი დღის განმავლობაში ხუთი ახალი შემთხვევა რეკომენდაციების დაცვისკენ გვიბიძგებს. მიგიწოდებთ, დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და ხშირად დავიმუშაოთ ხელები. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა