
სხვადასხვა პროფესიის შესწავლით დაინტერესებულ პირებს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში (დირექტორი გიორგი მუხურაძე) ბევრი სიახლე დახვდება.
არსებულ სასწავლო კურსებს დაემატა გერმანული ენის, ლესვის, მშენებლობის, სან-ტექნიკის, ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და შეკეთების შემსწავლელი კურსები. თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური ოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისმენეჯერის, მანანა ტაბაშიძის თქმით, დაინტერესება არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, მაგრამ ტრანსპორტირების პრობლემის გამო ადამიანები კურსებზე სიარულს ვერ ახერხებენ.
„პანდემია რომ გადაივლის, ვფიქრობთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვოთ სოფლებში ტრანსპორტის დანიშვნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მოიყვანს ჩვენამდე. ყველანაირად ხელს შევუწყობთ – დილითაც დავნიშნავთ მეცადინეობებს.
წელს პირველად გვაქვს საშუალება, გადავამზადოთ 4 მაღალი კვალიფიკაციის მკერავი. მათ განათლების სამინისტროს სერთიფიკატი მიენიჭებათ.
ტურისტული გიდების გადამზადების პროგრამა შარშანაც გვქონდა და წელსაც გვექნება. ხარაგაულში ნამდვილად გვჭირდება კარგად მომზადებული გიდი. ხარაგაულში აგროქიმიური განათლების მოთხოვნაა. მოსახლეობას ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ნიადაგის ლაბორატორიის გაკეთება. შესაძლოა, ეს ყველაფერი წელს ვერ მოვახერხოთ, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ ნაბიჯები ამ კუთხით მომავალ წელს მაინც გადაიდგას“.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოქალაქეებს შეუძლიათ დაეუფლონ შემდეგ პროფესიებს: ფეხსაცმლის დიზაინი და კერვა, ხეზე მუშაობა, ინგლისური ენა, მაკრამეს კურსი ქსოვასთან ერთად, ჭრა-კერვა ქარგვასთან ერთად, თექაზე ნამუშევრების შექმნა, მეფუტკრეობა, ქართული სამზარეულო, კულინარია, ავტომანქანის მართვის თეორიული კურსი.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში არ არის მკაცრად გაწერილი დღის გეგმა. გრაფიკიც მოქნილია. ცენტრის სტუდენტს შეუძლია, კურსებს სამსახურის შემდგომ დაესწროს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულში 2019 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის – DVV INTERNATIONAL- ის მხარდაჭერით დაფუძნდა.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება