
გასულ კვირაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი ბორითის საბავშვო ბაღის თანამშრომელია. მეორე ინფიცირებული მარელისში ცხოვრობს. ის წინა დღეებში ხაშურში იმყოფებოდა.
სულ ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 553 ინფიცირებულია. მათგან 535 გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი – გარდაიცვალა.
ამჟამად აქტიური შემთხვებიდან მხოლოდ ერთი დაავადებული მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ამ კვირაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლის პედაგოგების ტესტირების მესამე ეტაპი დასრულდება. ბაზალეთის, ლაშის, ლეღვანისა და ვახანის სკოლების პედაგოგები ხვალ გაიტესტებიან; ოთხშაბათს კი ძირულას ხეობის სოფლების სკოლების მასწავლებლები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ დანარჩენ სკოლებში კორონავირუსზე ტესტირებები გასულ კვირაში ჩატარდა, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია.
საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ტესტირება გასულ კვირაში დასრულდა.
კიცხის საბავშვო ბაღის თანამშრომლები 26 მარტამდე, ხოლო ბორითის საბავშვო ბაღის პერსონალი 29 მარტამდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ვინაიდან ამ ბაღებში თითო-თითო თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების პერსონალის ტესტირება შემდეგ ორშაბათს, 29 მარტს, ჩატარდება.
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამის პარალელურად, სპეციალისტები რეკომენდაციების დაცვას – პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას გვირჩევენ.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება