

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს გეგმიურ ტესტირებას საბავშვო ბაღებში. ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, გუშინ ძირულას ხეობის სოფლების ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელი გაიტესტა.
„კორონავირუსი ბორითის საბავშვო ბაღის ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა. საბავშვო ბაღი 12 დღით დაიხურა, ყველა თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში.
კიცხის საბავშვო ბაღის ერთი თანამშრომელი საკუთარი ინიციატივით, სიმპტომების გამო გაიტესტა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამიტომ კიცხის საბავშვო ბაღიც დროებით დაიკეტა.
თუ კიცხის ბაღის თანამშრომლებს სიმპტომები არ გამოუვლინდათ, გეგმიური ტესტირება არ ჩაუტარდებათ“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
დღეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ ჩხერიმელას ხეობისა და დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს; ხოლო ხვალიდან, 17 მარტიდან – კიცხის ზონის საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა და მასწავლებელთა ტესტირების მესამე ეტაპი დაიწყება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 535 გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევებიდან ერთი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ამჟამად კორონავირუსით დაავადების შემთხვევებია ხიდარში, ბორითსა და საქარიქედში.
ბორითისა და ხარაგაულის კლინიკების თანამშრომლების კორონავირუსზე 15 მარტს ჩატარებული ტესტირების ყველა შედეგი უარყოფითია.
თამთა გოგოლაძე
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,