ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 დეკემბრის სხდომაზე მხარი დაუჭირა გამგეობასა და საკრებულოში შტატების დამატებას.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს დაამატოს 48 შტატი.

გამგეობამ საკრებულოს დასამტკიცებლად 42 შტატი წარუდგინა.

ადმინისტრაციულ სამსახურში დაემატა თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტი და ოცი უფროსი სპეციალისტი;

იურიდიულ განყოფილებაში – სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი და ხევის საზოგადოებრივ ცენტრში მთავარი სპეციალისტი;

ზედამხედველობისა და არქიტექტურის განყოფილებაში – უფროსი სპეციალისტი; აუდიტის სამსახურში – უფროსი სპეციალისტი;

კულტურის სამსახურში – წამყვანი სპეციალისტი სპორტის საკითხებში, სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში;

ეკონომიკის სამსახურში – წამყვანი სპეციალისტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის წამყვანი სპეციალისტი;

საფინანსო სამსახურში – ერთი უფროსი სპეციალისტი, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში – ერთი მთავარი და ორი უფროსი სპეციალისტი;

ინფრასტრუქტურის სამსახურში – მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი;

საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებაში – მთავარი სპეციალისტი;

საქმისწარმოების განყოფილებაში – უფროსი სპეციალისტი;

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში – მთავარი სპეციალისტი.

გამგებელს ეყოლება მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში.

კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ამ შტატებზე დასანიშნი საჯარო მოხელეები იანვარში კონკურსის წესით შეირჩევიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაემატა ერთი შტატი – წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში და ერთი მთავარი სპეციალისტი ელექტრონული საქმისწარმოების საკითხებში.