

ხარაგაულის თვითმმართველობამ მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების თანადაფინანსებისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
ტენდერი 9 990 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტმა მგზავრები ყოველდღიურად ხარაგაულიდან პატარა ხარაგაულის, თეთრაწყაროსა და კიცხის მიმართულებით უნდა გადაიყვანოს. სამშაბათობითა და ხუთშაბათობით – ფარცხნალისა და ქროლი-ბაზალეთის მიმართულებით.
პირველი ტენდერი მუნიციპალიტეტმა, თებერვლის დასაწყისში, 10 ათას ლარზე გამოაცხადა, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ამის გამო არ შედგა.
ხარაგაულში მოსახლეობას ტრანსპორტით 2016 წლიდან ი/მ „შოთა აბაშიძე“ ემსახურება. შოთა აბაშიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სატენდერო თანხის სიმცირისა და მარშრუტების რაოდენობის გაზრდის გამო არ მიიღო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი განმარტავს: „მიმდინარე წლის სამი თვე, პრაქტიკულად, გასულია. ტენდერში გამარჯვებულს სამუშაოს შესრულება 10 თვის განმავლობაში – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, – მოუწევს. ამიტომ ვთვლით, რომ ეს თანხა ამ ეტაპზე ტენდერისთვის საკმარისია“.
თამთა გოგოლაძე
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი