

ცნობილი კინორეჟისორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, საპატიო ხარაგაულელი გივი ვეფხვაძე გარდაიცვალა.
მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში. გივი ვეფხვაძემ როგორც 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილემ, გადაიღო ფილმი „9 მარტი კადრში და კადრს მიღმა.“
ის რამდენიმე ათეული ფილმისა და წიგნის ავტორია. ფილმის „ხსოვნა“ უმეტესი ნაწილი მან ხარაგაულში გადაიღო.
გივი ვეფხვაძემ უკვდავყო ხარაგაულელი ახმედ გოგოლაძის შემოქმედება და მისი ლექსები წიგნად გამოსცა. 1999 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მახსოვს ხარაგაული,“ სადაც აღწერა ხარაგაულის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, მოვლენა, გამორჩეული ხარაგაულელების ცხოვრება.
გივი ვეფხვაძე ხვალ, 19 თებერვალს, 83 წლის გახდებოდა.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა