

წარმოშობით ხარაგაულელი პიანისტი თამთა მაღრაძე კანადის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა.
ახალგაზრდა პიანისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. ის გახლავთ გერმანიის ფრანც ლისტის საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელი. გაიმარჯვა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსში, ლიეტუვის საერთაშორისო კონკურსზე და პირველი ადგილი მიიღო სტოკჰოლმში.
კონცერტები გამართა გერმანიის 25-მდე ქალაქში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში – შვეიცარია, საფრანგეთი, დანია, ჰოლანდია, ლიეტუვა, შვედეთი, პორტუგალია. ამჟამად გერმანიის ქალაქ ვაიმარში სწავლობს და ცხოვრობს.

„200 მონაწილედან მეორე ტურში მხოლოდ 20 გადავიდა, აქედან კი 6 საუკეთესო შეირჩა. მათ შორის მეც მივიღე ლაურეატის წოდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ამ პერიოდში მუსიკოსებისთვის კონკურსები და კონცერტები ვერ ეწყობა. ასეთი გამონათებები კი, რა თქმა უნდა, მოტივაციასა და იმედს გვმატებს“, – ამბობს თამთა.
კანადის საერთაშორისო კონკურსი თავისი პრესტიჟულობით გამოირჩევა. წელს ის ონლაინფორმატით გაიმართა. მასში 18-დან 32 წლამდე ასაკის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. მათ ვიდეოჩანაწერები გააგზავნეს, სადაც მათი შესრულება იყო ასახული.
მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა პიანისტს.
ლიკა ხიჯაკაძე
თამთა მაღრაძის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ
„ვიმედოვნებ, სოლო კონცერტს მალე ხარაგაულშიც ჩავატარებ“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,