ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი გედსამანია მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს.
გედსამანიის სკოლის მასწავლებლები კი მაღალმთიანი დასახლების პედაგოგებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ.
პრობლემა იმაშია, რომ გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან არის ოპტიმიზირებული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს.
ამგვარად, მაღალმთიან გედსამანიაში დასაქმებული ადგილობრივი პედაგოგები ხუნევის სკოლის მასწავლებლებად ითვლებიან.
ამ პრობლემას გედსამანიის სკოლის თანამშრომლები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე 2018 წლის შემდეგ აყენებენ, რაც ამ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.
დავინტერესდით, რა ნაბიჯებს დგამს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხელისუფლება იმისთვის, რომ გედსამანიელებმა კუთვნილი შეღავათით ისარგებლობ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან, მოპოვებული ინფორმაციით, რესურსცენტრი განათლების სამინისტროსთან გედსამანიის სკოლისთვის დამოუკიდებელი სკოლის სტატუსის დაბრუნებაზე მსჯელობს.
„ამისთვის აუცილებელია, რომ სკოლამ ავტორიზაცია გაიაროს. ამ ეტაპზე, გედსამანიის სკოლის შენობა ავტორიზაციისთვის საჭირო პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლების რეაბილიტაციისთვის რომ თანხა რომ გამოგვეყოფა, უპირველესად, გედსამანიის სკოლის შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვიზრუნებთ.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, პრობლემა, რომელიც გედსამანიის სკოლის თანამშრომლებს აწუხებთ, პრეცედენტულია და ის მზადაა, ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან ითანამშრომლოს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.