

ერთი წლის წინ დაზიანებული, ხარაგაულის ბაზრის მიმდებარედ არსებული სავტომობილო გზის მონაკვეთი, ამ დრომდე არ აღდგენილა.
საყრდენი კედლის ნაწილი მდინარემ 2019 წლის ივნისში დააზიანა, ხოლო საყრდენ კედელთან ერთად გზის ნაწილი – 2020 წლის თებერვალში.
ნაპირსამაგრი კედლის მოსაწყობად პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში შეისყიდა. 2020 წელს კი საყრდენი კედლის ხელახალი ჩამონგრევის შემდეგ პროექტი დაკორექტირდა. თუმცა, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის უქონლობის გამო, ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედელი ვერ მოეწყო.
რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროსთან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – როგორც თანხა ჩაგვერიცხება, პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ, რადგან ბაზრის მიმდებარე გზაზე გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია“.
თამთა გოგოლაძე
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე