ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მარელისის სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო.
„ჯერჯერობით, დემონტაჟის სამუშაოებს ვახორციელებთ, – ამბობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთის“ დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე, – წყალაფორეთის სკოლის შენობის რეაბილიტაციის პროექტში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა. ეს შენობა იმდენად ავარიულია, რომ მთლიანად უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. ეს დამკვეთს უკვე მივწერე და ჯერჯერობით, არ ვიცი, რას გადაწყვეტენ“.
წყალაფორეთის სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი ამბობს, რომ წყალაფორეთში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ სკოლის შენობის მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს.
„მითხრეს, რომ პროექტში, სავარაუდოდ, ცვლილებები განხორციელდება და ჩვენი სკოლისთვის ახალი შენობა აიგება“, – ამბობს გიორგი გველესიანი.
არსებული შენობის რეაბილიტაცია გაგრძელდება თუ წყალაფორეთის სკოლისთვის ახალი შენობა აიგება, – ამის გასარკვევად მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით. პასუხს ველოდებით.
მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლების დირექტორების ვერა ოდიკაძისა და ლენა აბაშიძის ინფორმაციით, ამჟამად მათ სკოლებში დემონტაჟის სამუშაოები შენობების შიგნით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდება საკლასო ოთახები და დერეფნები. შეიცვლება ელექტროგაყვანილობა და წყალმომარაგების სისტემა. ასევე იგეგმება სკოლის გარე პერიმეტრის მოწესრიგება, ღია სათამაშო მოედნების მოწყობა და ეზოს მოპირკეთება.
ვერტყვიჭალის, მარელისისა და წყალაფორეთის სკოლების შენობების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ მიზნით 6 105 500 ლარია განსაზღვრული.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ამჟამად წყალაფორეთის საჯარო სკოლა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი