რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ათი კლინიკის რეაბილიტაცია 2021 წელს იგეგმება.
ქუთაისის ო. ჩხობაძის სამედიცინო დაწესებულების, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, თიანეთის, დმანისის, წალკას, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს საავადმყოფოების შენობების რეაბილიტაცია მთავრობის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამაშია გაწერილი.
ამავე დადგენილების მიხედვით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორტიების რეაბილიტაცია/აღჭურვა, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობისთვის საიჯარო გადასახადი და სხვ.
რეაბილიტაციას საჭიროებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შემავალი ლანჩხუთის საავადმყოფო. თუმცა, ამ კლინიკის დირექტორი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ ახლა საუბარი კლინიკის შენარჩუნებაზეა.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ და არ ვიცით, საკითხი როგორ გადაწყდება, – ამბობს თინათინ გოგუაძე, – ჩვენ კლინიკის დახურვის მოწინააღმდეგეები ვართ. არც ის ვიცით, რა არის საავადმყოფოს დახურვის მიზეზი. ვიბრძვით და რა იქნება, ვერ გეტყვით“.
რა ბედი ელის ლანჩხუთის კლინიკას, ამის გასარკვევად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. მან სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა და გვითხრა, რომ შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნოთ.
ნუგზარ ბოლქვაძესგან, ამ საკითხის გარდა, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის, ბორითის, ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ქუთაისის კლინიკების ხუთთვიანი სახელფასო დავალიანების ბედი გვაინტერსებდა.
ამ კლინიკების თანამშრომლებმა საახალწლოდ აგვისტოს ხელფასი აიღეს. როდის გასწორდება სახელფასო დავალიანება, ამ შეკითხვაზე ნუგზარ ბოლქვაძეს გასული კვირის ბოლოს უნდა ეპასუხა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ლანჩხუთის საავადმყოფო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი