

ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღეს პირველად ვირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ. ყოველდღიურად ამ ცენტრში სწრაფი ტესტი ვირუსის სიმპტომების მქონე ოცამდე პირს უტარდება.
ამ მომენტისთვის სულ ხარაგაულში კორონავირუსი 463 პირს დაუდასტურდა, მათგან 380 გამოჯანმრთელდა, 8 – გარდაიცვალა. 75 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 5 მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. თვითიზოლაციაში 51 პირი რჩება.
დღეს PCR ტესტირება ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს ჩაუტარდა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ბორითის საავადმყოფოში ამ მომენტისთვის არც ერთი კოვიდინფიცირებული აღარ მკურნალობს.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა – ხელების ხშირად დაბანა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება.
ნინო კაპანაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა