

კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებთან, ასევე შედეგებთან დაკავშირებით შესაძლო პრეტენზიები შესასწავლად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, გადაწყვეტილებით ხარაგაულის საკრებულოში შეიქმნა საპრეტენზიო კომისია.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეა ინგა მაღრაძე.
კომისიის წევრები არიან ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე; საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთადაეთიკის კომისიის თავმჯდომარემიხეილ გელაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე და თვითმმართველობის ექსპერტი ლიზა სოფრომაძე.
„შევეცადე საპრეტენზიო კომისიაში შემეჯერებინა საკრებულოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. ამისთვის კოალიციის გარეთ დარჩენილ სუბიექტებს შევთავაზე, რომ წარმოედგინათ ერთი კანდიდატი. განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს წევრებმა „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
საპრეტენზიო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის