

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას ნასამართლეობა მოეხსნა.
მან აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მოხდა ძალიან სასიხარულო ამბავი. „ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომელიც უმეტესობისთვის ჩვეულებრივი ცნობაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ცნობისათვის დამჭირდა ძალიან ბევრი ახსნა-განმარტებისა და ჩვენების მიცემა, ბევრი ბრძოლა იმისათვის, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებია.
მივმართავ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკურ პარტნიორებს, რომლებსაც ხშირად უყვარდათ ამ თემით აპელირება, – აი ამ ცნობაში წერია, რომ ვარლამ თავზარაშვილი ნასამართლევი არ არის და მთლიანად ვარ რეაბილიტირებული. მინდა ვთხოვო ყველას, – ეს გნებავთ გაფრთხილებად ჩათვალეთ და გნებავთ – თხოვნად, – ნუღარავინ შეეცდება კიდევ შემახსენოს ჩემთვის ტრაგიკული ხუთი წელი, რომელიც გავატარე ახალაიას და სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში, სადაც მივიღე უამრავი ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის გამოა, რომ მე დღეს სათვალის გარეშე მხედველობა მიჭირს. ჩემმა ოჯახმა გადაიტანა უდიდესი ტრაგედია და მიუხედავად იმისა, რომ კანონი მაძლევდა საშუალებას, არ მომცეს ოჯახის წევრის უკანასკნელ გზაზე გაცილების უფლება. ყველას ვაფრთხილებ, თუ კიდევ ვინმე შეეცდება ეს თემა შემახსენოს, შევხვდები სასამართლოში და მოვითხოვ მორალურ კომპენსაციას,“ – აღნიშნა ვარლამ თავზარაშვილმა 1 დეკემბერს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი