ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ფუნქციონირების წელიწადნახევრის განმავლობაში, მეფუტკრეობის კურსი 70-მა მსურველმა გაიარა.
კურსს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირებული მეფუტკრე გიორგი ლომსაძე წარმართავს. მეფუტკრეობის შესწავლით ბევრი ხარაგაულელია დაინტერესებული, – დამწყები მეფუტკრეები და ისინიც, ვისაც დიდი რაოდენობის ფუტკარი ჰყავს და ცოდნის გაღრმავება სურს. სწავლება დაფუძნებულია როგორც თეორიულ, ასევე – პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
„ჩემი საფუტკრე ტერიტორიულად ხარაგაულთან ახლოსაა. როცა ამინდი ხელს გვიწყობს, საფუტკრეში ვართ, თეორიულ მეცადინეობებს დისტანციურად ვატარებთ, – ამბობს გიორგი ლომსაძე, – ჩვენთან მეფუტკრეობის განვითარებისთვის მყარი ნიადაგი არსებობს. ხარაგაულში გავრცელებული ფუტკარი ადგილობრივი სახეობისაა. აქ არის საუკეთესო კლიმატური პირობები და მცენარეები მეფუტკრეობის, როგორც დარგის, აღორძინებისთვის.
წლების წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში საფუტკრე მეურნეობა არსებობდა. გამოცდილი მეფუტკრეები ფუტკრის სელექციას ეწეოდნენ. ლაშის საფუტკრედან დიდი რაოდენობით სხვადასხვა პროდუქტები მეზობელ სახელმწიფოში, რუსეთში გაჰქონდათ. ამჟამად ეს გაერთიანება, სამწუხაროდ, აღარ არსებობს.
ჩვენი კურსები, რა თქმა უნდა, ხარაგაულში მეფუტკრეობის განვითარებას ხელს უწყობს. ჩვენთან უმაღლესი ხარისხის თაფლის, ასევე ფუტკრის სხვა პროდუქტების, წარმოება შეიძლება. მეც სწორედ ამას ვასწავლი და ვნერგავ“.
გიორგი ლომსაძის თქმით, მის კურსზე ნახევარზე მეტი ქალია. მათი მხრიდან დიდია დაინტერესება. ეს ფაქტი მას არ აკვირვებს, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ პირველი მეფუტკრეები სწორედ ქალები იყვნენ.
„გენდერული კუთხით, ჩვენთან თანაბარი ვითარებაა. ზოგჯერ ქალები უფრო სჭარბობენ ხოლმე. ისინი ძალზედ აქტიურები არიან. დაახლოებით 22 წელია, ფუტკარი მყავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია. ვცდილობ ამ კუთხით კიდევ განვითარდე, ამისთვის აქტიურად ვესწრები ონლაინტრენინგებს.“
ნინო სახვაძე, ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოქმედი მეფუტკრეობის კურსის კურსდამთავრებულია: „კურსები შარშან გავიარე. მანამდე დაინტერესებული ვიყავი, რადგან მამას ჰყავდა ფუტკარი. მისი გარდაცვალების შემდგომ გაგვიქრა. ფუტკარი ხომ ისეთი მწერია, რომელიც კვალიფიციურ ცოდნას მოითხოვს. კურსებმა ძალიან ბევრი რამ მომცა. შევისწავლე ამ სფეროს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საფუძვლები. ამისთვის დიდი მადლობა გიორგი ლომსაძეს. ის, რომ მე ამ კუთხით განვითარდი, სწორედ მისი დამსახურებაა“.
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2019 წლის აპრილიდან გაიხსნა.
ლიკა ხიჯაკაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი