
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 78 წლის დიდვაკეში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა აწუხებდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 299-მდე გაიზარდა. მათგან 136 პირი გამოჯანმრთელდა, ხუთი – გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები ქვებში, კიცხსა და დაბა ხარაგაულში გამოვლინდა.
158 ინფიცირებულიდან ამჟამად კლინიკაში 10 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 173 მოქალაქე იმყოფება.
PCR ტესტირება, 72 საათში ერთხელ, უტარდებათ იმ სტრატეგიული დანიშნულების სამსახურების თანამშრომლებს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა და რომელთა მუშაობის გაჩერებაც შეუძლებელია. ხარაგაულში ასეთია „საქართველოს ფოსტა“ და სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ამ სამსახურების თანამშრომელთა ტესტირების პასუხები უარყოფითია. მისივე თქმით, „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელთა PCR ტესტირება დასრულდა, ხოლო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს PCR ტესტირება კიდევ ერთხელ მოუწევთ.
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექვსი თანამშრომელი.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის