

ბოლო 48-საათის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 24 პირს დაუდასტურდა. მათ შორის ექვსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელია.
ინფიცირების შემთხვევები დაბა ხარაგაულში, ზარანში, ხუნევში, ლაშესა და კიცხში დაფიქსირდა.
ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ხარაგაულში სულ 294 ინფიცირებულია. მათგან 115 გამოჯანმრთელდა. 179 ინფიცირებულიდან სტაციონარში ათი პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
იზოლაციაში ამჟამად ხარაგაულში 180 პირი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შენიშვნისთანავე სწრაფი ტესტის ჩასატარებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ. ტესტის გაკეთება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00 საათიდანაა შესაძლებელი, შაბათ-კვირას კი – 11:00-სთ-დან 14:00 სთ-მდე.
სწრაფი ტესტის გაკეთება ხარაგაულის ამბულატორიაშიც შეიძლება.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან