ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კიცხის სკოლის მშენებლობის დასრულების თარიღმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის გადაიწია. პროექტის მენეჯერი, გია დავითულიანი ამბობს, რომ შენობა, ძირითადად, დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს სამღებრო და იატაკის დაგების სამუშაოები.
„კიცხის სკოლის მშენებლობაზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენთან დასაქმებულები ინფიცირებულების კონტაქტები არიან, მინიმუმ 7-8 დღით მათი იზოლაციაში გაშვება გვიწევს.
გარდა ამისა, მშენებლობის დასრულების გადავადება სამშენებლო მასალების მომწოდებელი კომპანიების ონლაინრეჟიმში გადასვლამ გამოიწვია.
პანდემიის გამო ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი. ვვარაუდობთ, რომ კიცხის სკოლის მშენებლობას 15 თებერვლამდე დავასრულებთ იმ უქმე დღეების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში იანვარში იქნება.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო ადრეც დავასრულოთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და კონკრეტულად ჩვენს ლოკაციაზე არ დაუფიქსირდა ვინმეს კორონავირუსი, – ამბობს გია დავითულიანი, – ამ ეტაპზე ვენტილაციის სამუშაოების 95% დასრულებულია. უნდა დაიწყოს გარეკომუნიკაციების მოწყობა, ასევე სამღებრო და იატაკის დაგების სამუშაოები. აქტიურად მუშაობს ელექტრიკოსთა ბრიგადა.
150 მოსწავლეზე გათვლილ კიცხის საჯარო სკოლის შენობას მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამხანაგობა შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტი“ 2 420 643 ლარად აშენებს.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი