ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს თვითმმართველ ორგანოებშიპრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცებაზე.

დებულების პროექტში, რომელიც ბიუროს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ 17 ნოემბერს წარუდგინა, აღნიშნული იყო, რომმუნიციპალიტეტისსაკრებულოსთავმჯდომარესა და გამგებელზეპრემიისგაცემისგადაწყვეტილებასიღებსსაქართველოსპრემიერ-მინისტრი.

პირველ დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილ პროექტში ეს მუხლი ამოღებული იყო. საკრებულოს აპარატის უფროსის ლენა კალანდაძის ინფორმაციით, მან გაიარა კონსულტაციები ზედამხედველობის სამსახურში გოჩა გაბუნიასთან და კონსულტაციის შედეგად, ეს მუხლი დებულებიდან ამოიღეს.

პრემიების გაცემის საკითხმა საკრებულოს დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

დეპუტატ დავით კიკნაძის თქმით, პრემიების გაცემის ეს პროექტი ბუნდოვანია. მასში არ არის კონკრეტულად ასახული საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლისპრემირების საკითხი.

დეპუტატ რომან შერგელაშვილის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ამ საკითხზე ამ პროექტის მიხედვით მსჯელობა არ ყოფილა.

დეპუტატმა კობა გოგსაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ ვინაიდან  ეს საკითხი მოუმზადებელია და არ არის შეთანხმებული კომისიებთან, ამიტომგადაიტანონ შემდგომში განსახილველად.

ლენა კალანდაძემ აღნიშნა, რომ„ბიუროს17 ნოემბრის სხდომაზე ამ თემაზე გამოითქვა შენიშვნები.ამიტომ ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები, შევცვალეთ პრემირების პროექტი და წარმოვადგინეთ ამ სახით. თუ თქვენ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად ამ პროექტის ამ სახით მიღება, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ პროექტის ალტერნატიული ვარიანტი.“

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,„ეს არის სპეციალურად შემოგდებული საკითხი, რადგან შემდეგ გაჩნდეს სალაპარაკო, რომ პრემირების საკითხზე დეპუტატები ერთმანეთს უპირისპირდებიან.“

საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთადა ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ გელაშვილმა თქვა, რომ წარმოდგენილ პროექტზე კომისიას არ უმსჯელია.

დეპუტატებმა პრემიების გაცემის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.