

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში, უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს. ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს ახლახან სკოლების პედაგოგები და 65 წელს ზემოთ ასაკის პირები დაემატა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ხარაგაულში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 2000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
„სულ 2600 ერთეული ვაქცინა შემოვიტანეთ. ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.
გასულ წლებში ვაქცინის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ნეგატიური იყო. მათი დარწმუნება გვჭირდებოდა, რომ აეცრათ. წელს მოთხოვნა გაზრდილია. ვაქცინა ძალიან ეფექტურია, აცრის შემდეგ ადამიანებს გრიპი ან არ ემართებათ, ან შედარებით იოლ ფორმებში უვითარდებათ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ან თქვენი ოჯახის ექიმს. ვაქცინის მარაგის ამოწურვის შემდეგ თუ მოთხოვნა კვლავ იქნება, ვაქცინას დამატებით შემოვიტანთ,“ – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
2020-2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალი სრულად იხილეთ აქ.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო