დღეს, 7 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ, 18 ხმით, ლაშის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი აირჩიეს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
რა ნიშნით გამოარჩიეს კოლეგებმა და სხვებთან შედარებით უპირატესობა რატომ მიანიჭეს ამ თანამდებობაზე ასარჩევად, – ჩვენს ამ შეკითხვაზე პავლე კიკალიშვილმა გვიპასუხა:
„სამი წელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი ვარ და ყველა საკითხზე, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად, აქტიურად ვმუშაობდი. ვფიქრობ, რომ უპირატესობა ჩემი გამოცდილების გამო მომანიჭეს.
სატყეოშიც ვმუშაობდი, საკუთარი ბიზნესიც მაქვს, – ხვალ-ზეგ სხვას უნდა გადავაბარო. ბალანსსაც თავად ვაკეთებდი და ბიუჯეტთან ურთიერთობაც თავად შემიძლია, – არ დავიკვეხნი, ვიცი-მეთქი, მაგრამ „ანი და ბანი“ გამეგება.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე აკაკი ლურსმანაშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა და არჩევანი ჩემზე შეჩერდა. ისე, კარგი იქნებოდა, თავიდანვე „მწვანეთა პარტიაში“ რომ მე დავკავებულიყავი, რადგან მეტყევე-ინჟინერი ვარ. თუმცა, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ჩავერთე, გამოცდილებაც მივიღე. თან საწარმოს ხელმძღვანელიც ვიყავი“.
პავლე კიკალიშვილმა დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით. მუშაობდა სატყეო მეურნეობაში სხვადასხვა პოზიციებზე, საკოლმეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის დირექტორად, კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; 1990 წლიდან 2004 წლის ჩათვლით – ხარაგაულის სატყეო მეურნეობის დირექტორად. 2004 წლიდან კერძო ბიზნესშია. ის ამ დრომდე შპს „ელუბრას“ დირექტორია.
2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2017 წლიდან ხარაგაულის საკრებულოს ლაშის მაჟორიტარი დეპუტატია.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.