როდის ეღირსებათ ხარაგაულელ ბავშვებს ნორმალური გასართობი პარკი, – ჩვენი მკითხველის ამ შეკითხვაზე ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა, შესაძლებელია, მომავალ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მოხერხდეს.
– დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჩავატარეთ ყბადაღებულ „ღია ესტრადაზე“, რომლისკენაც ყველა ტალახს ისროდა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – პრაქტიკულად ის, რაც 3 წლის განმავლობაში არ მოხერხდა, – რომ მიეხედათ და დაესუფთავებინათ, – 3 დღეში გააკეთა „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურმა მაშინ, როცა იყო მონდომება და სადაც არ იყო ბარიერი მათთვის, რომ ეს გაეკეთებინათ.
– თუმცა, „ღია ესტრადისგან“ – რაც რეაბილიტაციამდე იყო – ფაქტობრივად, ისევ ის დაგვრჩა.
– არა, როგორ გეკადრებათ. თქვენ თუ ვიზუალურად ამბობთ, ჩვენ ამ „ღია ესტრადისთვის“ რეაბილიტაცია ვიზუალისთვის არ ჩაგვიტარებია. ეს შენობა-ნაგებობა მდგრადობის კუთხით იყო საკმარისად საშიში, გახსნილი იყო კედლები, საძირკველი იყო მორყეული, უკანა მხარე მთლიანად დანგრეული იყო.
რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხის 7-8% (35 ათ. ლარი) მოხმარდა იმ გარე ფასადს, რომელიც ახლა ჩამოიხსნა. დანარჩენი 450 ათასი ლარი ღირებულების რაც გაკეთდა, ყველაფერი ადგილზეა, დაწყებული საძირკველიდან, დამთავრებული სცენით, სკამებითა და ა.შ.
ვწუხარ, რომ ძალიან ბევრი დანაკარგია სუბიექტური მიზეზების გამო, – მოვლა-პატრონობა არ განხორციელდა. 4-5 წლის ობიექტი, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, ისედაც განიცდის დეფორმირებას, დაზიანებას და ა.შ.
თუმცა, ეს თემა, გარკვეულწილად, არის გუშინდელი დღე, რაზედაც სამართლდამცავმა და საფინანსო ორგანოებმა ისაუბრეს.
დღეს „ღია ესტრადა“ გამოყენებადია, უსაფრთხოა და დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რომ ისარგებლონ.
წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ესტრადა და პარკი დაათვალიერა. გუბერნატორისგან პარკის სარეაბილიტაციოდ მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს.
– ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი 2021 წელს აღდგება?
– არ არის გამორიცხული. შესაძლოა, ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტით მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართოთ, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი