ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებამ „ღია ესტრადის“ დემონტაჟი მოახდინა. დაზიანებული სამშენებლო კონსტრუქციები, უსაფრთხოებისა და დასუფთავების მიზნით, ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელ თემურ ჩხეიძის ბრძანებით ჩამოხსნეს.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ „ამ დემონტაჟით მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილს კორუფციული გარიგების დამადასტურებელი მტკიცებულებების გაქრობა სურს“.
ავალიშვილი ამბობს, რომ დემონტაჟი ტენდერით შერჩეულ ორგანიზაციას უნდა მოეხდინა. მანამდე კი ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი უნდა შეფასებულიყო.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი თვლის, რომ ამ თემის გააქტიურებით ოპოზიციური პარტია პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.
„არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ 2015 წელს „ღია ესტრადის“ რეაბილიტაცია კანონიერად ჩატარდა. პოლიციიდან გამოვითხოვე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული პირების მიერ შენობის განზრახ დაზიანებაში სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. ამჟამინდელი დემონტაჟი კანონიერია. ამის შემდეგ „ღია ესტრადა“ ფუნქციონალურ დატვირთვას შეიძენს“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„ღია ესტრადის“ რეაბილიტაციისთვის კობა ლურსმანაშვილის გამგებლობის პერიოდში დახარჯული 449 999 ლარი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დამტვრეული რკინის ნაფლეთებად აკრიფეს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვის“ იქცევა სერიოზულ პრობლემად, რომელსაც ასე მარტივად გვერდს ვერ აუვლის“, – მიაჩნია ხარაგაულში პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ ინგა მაღრაძეს.
2015 წელს რეაბილიტირებულ „ღია ესტრადაზე“ რამდენიმე ღონისძიება, – მათ შორის „ქორეოგრაფიული ფესტივალი“ და წინასაარჩევნო შეხვედრები გაიმართა.
სამი წელია, საფრთხის შემცველი ეს შენობა უფუნქციოდაა.
ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ჩემი ხარაგაულის“ მიერ მომზადებულ მასალას „ხარაგაულის ღია ესტრადის დახურული დეტალები“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი