

რამდენიმე საათის წინ ჭიათურის კოვიდკლინიკაში ხარაგაულელი მამაკაცი გარდაიცვალა.
70 წელს გადაცილებული გარდაცვლილი კლინიკაში, ასევე covid-19-ით ინფიცირებულ მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა.
ცოლ-ქმარი სოფელ ბაზალეთის მაცხოვრებლები არიან. ისინი ჭიათურის კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
გარდაცვლილ მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ხარაგაულში ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 65 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
დღეს, 4 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,