

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ზვარეში, დიდვაკეში, საქასრიაში, თეთრაწყაროში, საღანძილეში, უჩამეთსა და ლაშეში. დღეს გამოჯანმრთელებული არ გვყავს.
ხარაგაულში ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 65 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირების 137 აქტიური შემთხვევიდან 10 პაციენტი კოვიდკლინიკაში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეისათვის თვითიზოლაციაში 196 პირი იმყოფება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის