

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზნით, 25 ნოემბრიდან 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია მიმდინარეობს.
წლევანდელი კამპანიის სამიზნეა გენდერული ძალადობა, დისკრიმინაცია და კოვიდ-19-ის საგანგაშო შედეგები ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის დროს გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, რადგან ქალები მოძალადის წინაშე იზოლაციაში აღმოჩნდნენ. სახელმწიფოების მხრიდან მთელი ყურადღება გადატანილია პანდემიასთან ბრძოლისკენ და მომსახურება, კანონის უზენაესობა, ჯანდაცვა, თავშესაფრები – კიდევ უფრო ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ძალადობის მსხვერპლისთვის.
ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მიზნით საერთაშორისო კამპანიაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონია მასში ჩართული. დასავლეთ საქართველოში (ხარაგაული, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი) ღონისძიებები ფონდ „სოხუმის“ ჩართულობით დაიგეგმა. საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ასზე მეტი ღონისძიება გაიმართება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეს აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.
ფონდ „სოხუმისა“ და ხარაგაულის გენდერული საბჭოს თანამშრომლობით მზადდება ვიდეორგოლი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძე ამბობს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის ჩართულობით იმართება ონლაინშეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის ხარაგაულელ მარტოხელა დედებთან და მეწარმე ქალებთან.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე – „ძლიერ და განათლებულ ქალს მოძალადის არ ეშინია“
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს