

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 12 სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 24 ნოემბერს, ხარაგაულის #2 და #3, წიფის, საღანძილეს, ვახანის საჯარო სკოლებმა და სასულიერო გინაზიამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა.
ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ სკოლაში დღეს ძალიან ცოტა მოსწავლე გამოცხადდა – თითო კლასში – 4-5. სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი დღეს გადაწყვეტს, სწავლა რა ფორმით გააგრძელონ.
დანარჩენი სკოლების დირექტორებისგან მოპოვებული ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი გამოცხადდა. მათივე თქმით, მომდევნო დღეებში მოსწავლეთა სრულ დასწრებას ელოდებიან.
26 ნოემბრიდან დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში უნდა გადაინაცვლონ ბორითის, მარელისისა და ლეღვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
მარინე ვეფხვაძის განცხადებით, პირველ დეკემბრამდე ონლაინ ისწავლიან ხიდარის, ხევისა და ლაშეს საჯარო სკოლები.
დღეიდან, 24 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე ონლაინ სწავლებაზე გადავიდა წყალაფორეთისა და ვარძიის საჯარო სკოლები.
ამჟამად მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე რვა სკოლა იმყოფება.
ნინო კაპანაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს