

18 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ხევის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ დაგვიდასტურა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე, დისტანციურ სწავლებაზე თერთმეტი სკოლა იმყოფებოდა.
ხევის საჯარო სკოლა ხარაგაულში მოქმედი მე-12 სკოლაა, რომელიც ტრადიციული სწავლებიდან დისტანციურ ფორმაზე გადავიდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.
ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ ყველას; დისტანციურად მომუშავე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასევე – ონლაინსწავლებით სასურველი შედეგების მიღწევას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,