
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.
დღეს, 20 ნოემბერს, ვირუსი 3 768 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 77 932-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევაა. მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
საზოგადოებაში არსებობს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რეინფიცირების, ანუ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
„მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევები სულ თითზე ჩამოსათვლელია. საკმაოდ ბევრი კვლევაა საჭირო რეინფიცირების გამოსავლენად. თუ ასეთი შემთხვევა ცნობილი გახდება, ამის შესახებ ფართო საზოგადოებაც გაიგებს. სამედიცინო თვალსაზრისით ეს ძალიან საინტერესოა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი