

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, განისაზღვრება შემდეგნაირად:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები იგეგმება 6517.1 ათ. ლარით. მათ შორის:
ა) გადასახადები 880.0 ათ. ლარი, აქედან:
ქონების გადასახადი საქართველოს საწარმოთა ქონებაზე – 80.0 ათ. ლარი;
ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 800.0 ათ ლარი.
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ტრანსფერები 4444.1 ათ. ლარი, აქედან:
-გათანაბრებითი ტრანსფერი – 4306.1 ათ. ლარი;
-მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 138.0 ათ. ლარი.
გ) სხვა შემოსავლები – 1193.0 ათ. ლარი, აქედან:
ბანკის მიერ გადახდილი პროცენტები -60.0 ათ. ლარი;
მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის – 100.0 ათ. ლარი;
შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვ.) – 20 ათ. ლარი;
ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის – 8.0 ათ. ლარი;
ჯარიმები, სანქციები და საურავები – 1005.0 ათ. ლარი.
განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 6517.1 ათ. ლარით. მათ შორის:
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 2081.7 ათ. ლარი, მათ შორის:
მუნიციპალიტეტის საკრებულო – 546.5 ათ. ლარი;
მუნიციპალიტეტის გამგეობა – 1445.2 ათ. ლარი;
სარეზერვო ფონდი – 90.0 ათ. ლარი.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 418.2 ათ. ლარი, მათ შორის:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – 330.0 ათ. ლარი;
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 88.2 ათ. ლარი.
ინფრასტრუქტურის მშენებელობა, რეაბილიტაცია და ესქპლუატაცია – 1099.0 ათ. ლარი, მათ შორის:
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 240.0 ათ. ლარი, აქედან:
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 200.0 ათ. ლარი;
ხიდების, ბოგირების აშენება-შეკეთება – 40.0 ათ. ლარი;
-კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 643.1 ათ. ლარი. აქედან:
-სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 10. 0 ათ. ლარი;
-დასუფთავების ღონისძიებები – 384.0 ათ. ლარი;
-მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია – 50.0 ათ. ლარი;
-წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 25.0 ათ. ლარი;
-გარე განათების რეაბილიტაცა-ექსპლუატაცია – 174.1 ათ. ლარი.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 185.9 ათ. ლარი, აქედან:
პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა – 175.9 ათ. ლარი;
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა – 10.0 ათ. ლარი;
სოფლის მეურნეობის დაფინასება – 30.0 ათ. ლარი.
განათლება – 959.0 ათ. ლარი, აქედან:
სკოლამდელი განათლება – 750.0 ათ. ლარი;
ზოგადი განათლება – 100. 0 ათ ლარი;
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – 109.0 ათ. ლარი.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 1189.9 ათ. ლარი, აქდან:
სპორტის განვითარებაზე – 420.0 ათ. ლარი, მათ შორის:
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება – 10.0 ათ. ლარი;
სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი – 210.0 ათ. ლარი;
საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ – 100.0 ათ. ლარი;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ცენტრი – 100.0 ათ. ლარი.
კულტურის განვითარებაზე – 659.9 ათ. ლარი, მათ შორის:
სამუსიკო სკოლა – 100.0 ათ. ლარი;
ხალხური შემოქმედების სახლი – 70.0 ათ. ლარი;
კულტრის ცენტრი – 184 ათ. ლარი;
ცენტრალური ბიბლიოთეკა – 177.9 ათ. ლარი;
ისტორიული მუზეუმი – 81.0 ათ. ლარი;
ლიტერატურული თეატრი – 47.0 ათ. ლარი;
ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა – 40.0 ათ. ლარი;
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 20.0 ათ. ლარი;
რელიგის დაფინანსება – 50.0 ათ. ლარი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 769,3 ათ. ლარი;
საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის დაცვა – 110.0 ათ. ლარი;
სოციალური პროგრამები – 659,3 ათ. ლარი.
უფასო სასადილოს დაფინანსება – 90.3 ათ. ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯები – 427.0 ათ. ლარი,
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯები – 30.0 ათ. ლარი.
ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები 2.0 ათ. ლარი;
სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 110.0 ათ. ლარი.
ვლადიმერ გელაშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის