

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის (თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
შემდეგ კი ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებმა საჯაროდ განიხილეს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროექტით 6 517 100 ლარით განისაზღვრა. აქედან 4 444 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერია, გადასახადებიდან დაგეგმილი შემოსავალი 880 ათასი ლარია, სხვა შემოსავლები კი 1 193 000 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას რამდენიმე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასებში ეყოფათ და ვერანაირ პროგრამას ვერ განახორციელებენ.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის თქმით კი, მას გამოყოფილი 81 ათასი ლარი თანამშრომლების ხელფასებისთვისაც კი არ ეყოფა.
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ითქვა, რომ შარშანდელთან შედარებით ა(ა)იპ-ების დაფინანსება პროცენტულად გაიზარდა, თუმცა დაფინანსება არასაკმარისია შტატების გაზრდის გამო.
საკრებულოს წევრის, ვარლამ თავზარაშვილის თქმით, აუცილებელია ა(ა)იპ-ების გაკონტროლება შტატების კუთხით. მისივე ინფორმაციით, ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმე ადგილას არ უნდა მუშაობდნენ.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური დაცვის პროგრამებში გაუქმდა მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარების ერთჯერადი პროგრამა. ბიუჯეტის პროექტში ვერ აისახა შშმ პირებისთვის დღის ცენტრის შექმნა.
ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, „ყველა პროგრამა შთანთქა ხელფასებმა.“
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ვალდებულებაა, განსაზღვროს პრიორიტეტები და ხელი შეუწყოს თანხების ეფექტურად განაწილებას. მისივე თქმით, მოსახლეობას პირველ რიგში გზისა და წყალმომარაგების პრობლემები უნდა მოვუგვაროთ.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში ა(ა)იპ-ებს დანაკლის თანხას ეტაპობრივად შეუვსებენ.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი