

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში შესული 14 საჩივრიდან კომისიამ სამი დააკმაყოფილა, ერთი კი განუხილველი დატოვა.
დაკმაყოფილებული სამი სარჩელიდან ორი ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მესამე სარჩელი კი – „ხარაგაულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელმა ქეთევან ზუმბაძემ შეიტანა.
„საოლქო კომისიამ ჩვენი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – #48.27 ღორეშის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა გაფრთხილება მიიღეს. თუმცა, ჩვენ უბნის ბათილობასაც ვითხოვდით. სასამართლოს ვეღარ მივმართეთ, ვადებში ვერ ჩავეტიეთ“.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში ორი საჩივარი შეიტანა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ოლქისგან მიღებული გადაწყვეტილებები არც მათ გაასაჩივრეს.
საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე ამბობს: „სხვა საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებული დარღვევები უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ აქცენტი სხვაგან გადავიტანეთ“.
დანარჩენი საჩივრები, რამდენიმე უბნის ბათილობის მოთხოვნით, ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩხერისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წამომადგენლებმა შეიტანეს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები – ზურაბ ცერცვაძე და გოგი ჩიქვილაძე ამბობენ, რომ სასამართლოში საქმის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება პარტიის სათაო ოფისმა აღარ მიიღო.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი