საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში შესული 14 საჩივრიდან კომისიამ სამი დააკმაყოფილა, ერთი კი განუხილველი დატოვა.
კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე ამბობს, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შედგენილი და ამიტომაც არ განიხილეს.
„იმ სამი საჩივრიდან, რომელიც კომისიამ დააკმაყოფილა, ერთი ხარაგაულიდან შემოვიდა, ორი – საჩხერედან, – ამბობს მამუკა სამხარაძე, – საია საჩხერის ერთ-ერთ უბანზე კონვერტის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენის ბათილად ცნობას და ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.
ბიულეტენი, რომელიც ყუთში კონვერტის გარეშეა, ისედაც ბათილია. კომისიის წევრს კი შენიშვნა მივეცით.
საჩხერის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიამ ოქმზე შევსების თარიღი და დრო არ მიუთითა. ამ ფაქტის გამო „სამართლიანი არჩევნებისგან“ დაწერილი საჩივარიც დავაკმაყოფილეთ – კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს შენიშვნა მივეცით.
გაფრთხილება მივეცით #48.27 ღორეშის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოქმის ბათილობას ითხოვდა. ოქმი, საბოლოო ჯამში, დაბალანსებულია, მაგრამ მისი შევსების დროს ბევრი შეცდომაა დაშვებული.
დანარჩენი ათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ეს საჩივრები შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსებას ეხება და უბნების ბათილობას ითხოვდნენ. უბნების შედეგების გაბათილებას თავისი საფუძვლები აქვს – უნდა არსებობდეს შესაბამის ფაქტებზე უბანზე დაწერილი საჩივარი, ოქმში უნდა ეწეროს განსხვავებული აზრი, ან კომისიის ის წევრი, რომელიც ოქმის სიზუსტეს არ ეთანხმება, ხელს არ უნდა აწერდეს. ასეთი ფაქტების არარსებობის გამო უბნების ბათილობის საფუძველი არ გვაქვს“, – ამბობს საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.