

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცეს. გამგეობის ადმინისტაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კონკურსი გამგეობაში 72 თანამდებობაზე გამოცხადდება, ხოლო საკრებულოში სამი თანამდებობის პირი გაივლის ატესტაციას, ორ თანამდებობაზე კი გამოცხადდება კონკურსი. კონკურსანტებმა ტესტირებისას სწორი პასუხი უნდა გასცენ შეკითხვების 60%-ს.
დეპუტატმა მარინა ვეფხვაძემ აღნიშნა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გეგმავს ჩაებას კონკურსში, ითხოვს მინიმალური ზღვარის დაწევას. იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა მიხეილ გელაშვილმა და ვარლამ ჭიპაშვილმა წარმოადგინეს დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის სხდომებზე დეპუტატებს ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის