

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ორივე მათგანი გასულ კვირაში დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
დადგენილია, რომ ამ ორ პიროვნებას კონტაქტი 14 პირთან ჰქონდა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში სულ 47 მოქალაქე იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ 7 პირია ინფიცირებული. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,