ხარაგაულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის – ბესიკ ყრუაშვილი – „ევროპული საქართველოდან“, თორნიკე ავალიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თეიმურაზ ფცქიალაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“, კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“.
თითოეული კანდიდატი ამომრჩევლებისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. თუ გაქვთ ჩამოყალიბებული მომავალზე გათვლილი ფართომასშტაბიანი მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ხარაგაულში ხელს შეუწყობს დასაქმების კერების შექმნას და აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტიდან მიგრაციის შემცირებას, სიღარიბის დაძლევას?
სიღარიბის დაძლევას პენსიის გაორმაგებითა და გადასახადების შემცირებით; სოფლის მიმდებარე მიწების, საძოვრებისა და ტყეების სოფლის მოსახლეობისთვის გადაცემით აპირებს მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ ყრუაშვილი.
ხარაგაულის სოფლებში საოჯახო ტურიზმის განვითარებაზე ხელშეწყობას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი.
სოფლის მეურნეობის გაძლიერებაში ხედავს გამოსავალს მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ თეიმურაზ ფცქიალაძე.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი პროფესიების დაუფლებაში დახმარებას, სტაბილური სამუშაო ადგილების გაჩენას ჰპირდება მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილი. ის ამბობს, რომ უახლოეს ხანში ხარაგაულში, სოფელ ქროლში არსებული სილის რესურსით, შუშის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება.
მერად არჩევის შემთხვევაში თვითდასაქმებულების საბიუჯეტო სახსრებიდან ხელშეწყობაზე საუბრობს მერობის კანდიდატი „ლელოდან“ მიხეილ ჭიპაშვილი. „ლელოს“ გეგმის მიხედვით, თუ სოციალურად დაუცველი მუშაობას დაიწყებს, მას ორი წლის განმავლობაში ფულადი შემწეობაც შეუნარჩუნდება.
ამავე თემაზე
ვის თვლიან კონკურენტად ხარაგაულის მერობის კანდიდატები (ვიდეო)
რამდენად აქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი ხარაგაულის მერობის კანდიდატებს (ვიდეო)
ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები უნდა გაიზარდოს (ვიდეო)
რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ახალგაზრდები ხარაგაულში დაბრუნდნენ (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.