ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ხარაგაულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის – ბესიკ ყრუაშვილი – „ევროპული საქართველოდან“, თორნიკე ავალიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თეიმურაზ ფცქიალაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“, კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“.
თითოეული კანდიდატი ამომრჩევლებისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
– რა სიახლეს შესთავაზებთ 20-22 წლის ხარაგაულელ ახალგაზრდებს, რომ განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულში დაბრუნდნენ?
მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ ყრუაშვილი თვლის, რომ ამისათვის საჭიროა, ხარაგაულში ინვესტიციები შემოვიდეს და ახალგაზრდები დასაქმდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ყველა ახალგაზრდას თავიანთი სპეციალობის მიხედვით განვითარებაში ხელი უნდა შევუწყოთ – მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებენ, უნდა ჩამოვიყვანოთ ხარაგაულში, სოფლის ამბულატორიებში დავასაქმოთ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ ფცქიალაძე ხარაგაულის ბიუჯეტის 50 მილიონ ლარამდე გაზრდას გვპირდება, რაც მისი თქმით, ადგილზე ახალგაზრდების დამაგრებასაც ხელს შეუწყობს.
მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულში ახალგაზრდების დასაქმებას კონკურსებით აპირებს, რითაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა და ახალი ხედვები წარმოადგინონ.
„ლელოს“ მერობის კანდიდატი მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერად მისი არჩევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მოქმედი ახალგაზრდული პროგრამები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
ამავე თემაზე
ვის თვლიან კონკურენტად ხარაგაულის მერობის კანდიდატები (ვიდეო)
რამდენად აქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი ხარაგაულის მერობის კანდიდატებს (ვიდეო)
ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხები უნდა გაიზარდოს (ვიდეო)
გვესაუბრებიან მერობის კანდიდატები – როგორ დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა ხარაგაულში (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.