

სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი განათლების სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადმოსცა.
თუმცა, ეს თანხები ძალიან მცირეა. სკოლებში კი ბევრი პრობლემაა.
ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე დაინტერესდა, რას გააკეთებენ კანდიდატები მერად არჩევის შემთხვევაში იმისთვის, რომ სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული თანხები გაიზარდოს?
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ბესიკ ყრუაშვილი ერთ მოსწავლეზე 2000 ლარის ოდენობის ვაუჩერი გამოიყოფას გვპირდება, რის შემდეგაც ყველა სკოლისას საკმარისი თანხა ექნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლელოს“ კანდიდატები – თორნიკე ავალიშვილი, თეიმურაზ ფცქიალაძე და მიხეილ ჭიპაშვილი თვლიან, რომ სკოლებისთვის გამოყოფილი თანხები უფრო გონივრულად და ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრიორიტეტების სწორად დაყენებით უნდა განაწილდეს.
მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მომავალ წელს ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რვა მილიონამდე ლარი გამოიყოფა.
ამავე თემაზე
რამდენად აქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი ხარაგაულის მერობის კანდიდატებს (ვიდეო)
გვესაუბრებიან მერობის კანდიდატები – როგორ დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა ხარაგაულში (ვიდეო)
რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ახალგაზრდები ხარაგაულში დაბრუნდნენ (ვიდეო)
ვის თვლიან კონკურენტად ხარაგაულის მერობის კანდიდატები (ვიდეო)

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,