

დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია.
„თებერვლიდან დღემდე დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თბილისში დადასტურდა 366 შემთხვევა, აჭარაში – 286, იმერეთში, გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირებულია – 104 შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 22, კახეთსა და გურიაში – 13-13, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმში – 1.
გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა. ქუჩაშიც უნდა ვიაროთ უკვე პირბადით, იმიტომ რომ შესაძლოა ვინმესთან ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. მნიშვნელოვანია რეგულაციების მკაცრი დაცვა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა