17 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება.

საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით, ბიუროს წევრები განიხილავენ პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესს, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების საკითხს.

ბიუროს სხდომაზე გამგეობა განსახილველად წარადგენს ცვლილებებს გამგეობის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში.

ბიუროს წევრები გაეცნობიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიუროს წევრი, ვარლამ ჭიპაშვილი კოლეგებს წარუდგენს სოფელ წიფში #2 ქუჩისთვის ოთარ კვირიკაშვილისა და ქროლის #1 ქუჩისთვის ბესო დეკანოსიძის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაციას.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე განხილული ზოგი საკითხი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება, ზოგიც – მორიგ სხდომაზე.