ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 20 ხარაგაულელი თვითიზოლაციაშია.

ამ ოციდან შვიდი წყალტუბოში დაკრძალვაზე იმყოფებოდა და იქ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ. ისინი თვითიზოლაციაში 11 ოქტომბრიდან არიან.

ორი ხარაგაულელი თურქეთიდან დაბრუნდა და მათი იზოლაციის ვადა ხვალ იწურება, თბილისიდან ჩამოსული ერთი პირი თვითზიოლაციაში 20 ოქტომბრამდე რჩება.

დანარჩენი ათი – ხარაგაულში დღეს დადასტურებული ინფიცირებულის კონტაქტში მყოფია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მცხოვრებ 82 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ხარაგაულში ამ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.