

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აპრილში სასაუბრო ბარათებისთვის გაცემულია 1 130 ლარი, მაისსა და ივნისში – 1 170-1 170 ლარი, ივლისსა და აგვისტოში – 1 140- 1 140 ლარი, ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში 1 210-1 210 ლარი.
ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტობერში გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 150-150 ლარის სასაუბრო მიიღო. მისმა მოადგილეებმა პაატა გოგოლაძემ და თემურ ჩხეიძემ – 60-60 ლარის, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ივლისში მიიღო 75 ლარის სასაუბრო, აგვისტოში – 150 ლარის, სექტემბერსა და ოქტომბერში 100-100 ლარის. მისმა მოადგილე მანანა ბარბაქაძემ ივლისში 15 ლარის, აგვისტოში 30 ლარის, სექტემბერსა და ოქტომბერში 30-30 ლარის სასაუბრო. გამგეობიდან მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 10-10 ლარის სასაუბროს იღებენ ყოველთვიურად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და განყოფილების გამგეები, 20-20 ლარის სასაუბროს – სამსახურების უფროსები, 15-15 ლარის სასაუბროს – გამგებლის პირადი მდივანი და მძღოლი, 40-40 ლარის სასაუბროს – გამგებლის თანაშემწე, 30-30 ლარის სასაუბროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის