

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წლის ივლისში პრემია – 500 ლარი – გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიდან მხოლოდ გამგებლის მძღოლ კონსტანტინე პეტავაზე გაიცა. სექტემბერში ხელფასის ოდენი პრემია მიიღო გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა – 2 650 ლარი, მისმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ – 1 300 ლარი, გამგეობის სამსახურების უფროსებმა ვლადიმერ გელაშვილმა, ნანა კიკნაძემ 1 000-1 000 ლარი, გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში – გელა მაღრაძემ, ზვიად არევაძემ, ბადრი ბერაძემ – 900-900 ლარი; გამგეობის სამსახურებში ნანა გიორგაძემ, ნინო მაღლაკელიძემ, ინგა ჭიპაშვილმა, ინგა ლურსმანაშვილმა და ზურაბ იჩქიტიძემ 810-810 ლარი, ია ტაბატაძემ, ნინო ფერაძემ, სავლე შარიქაძემ, დარეჯან მეტრეველმა 560-560 ლარი, კონსტანტინე პეტავამ – 500 ლარი.
რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომლებს, სექტემბერში პრემია 1 000 ლარის ოდენობით მიიღო საკრებულოს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ, აპარატის თანამშრომლებმა: მარინე კვინიკაძემ, ზაალი ორბელაძემ, ხათუნა გურგენიძემ, ასმათ მაღრაძემ, გოჩა მაღლაფერიძემ – 300-300 ლარი.
ოქტომბერში პრემიის სახით 1 300-1 300 ლარი მიიღეს გამგებლის მოადგილეებმა თემურ ჩხეიძემ და დავით დევდარიანმა; 1 000-1 000 ლარი – ნანა კიკნაძემ, არჩილ ლურსმანაშვილმა და კახა გოლუბიანმა, 900-900 ლარი – გამგებლის წარმომადგენლებმა – სპარტაკი ლაცაბიძემ, კობა ყრუაშვილმა, მაია გაჩეჩილაძემ, იური მჭედლიძემ, ამირან კამკამიძემ, 810-810 ლარი – ზურაბ ბანცაძემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, 560-560 ლარი – ნათელა კაციტაძემ, ია ტაბატაძემ, ლია ფცქიალაძემ, მაია გაჩეჩილაძემ, ლელა შარიქაძემ, ლელა მაჭავარიანმა.
საკრებულოს თანამშრომლებს ოქტომბერში პრემია არ მიუღიათ.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის