ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფაროულში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.
მოსახლეობას საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩვენო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კასრაძე ესაუბრა.
„საჩხერეში ქართული ოცნება დამაჯერებლად ლიდერობს, ჭიათურაში – პატრიოტთა ალიანსი, გადამწყვეტი ხმა ხარაგაულს ეკუთვნის, – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი კასრაძემ, – ტყუილ დაპირებებს ვერ მოგცემთ. რაც შემიძლია დაგპირდეთ ისაა, რომ ჩემს ენერგიას თითოეული სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოვახმარ. ამ ბრძოლაში თქვენც უნდა დამეხმაროთ და მომმართოთ“.
კანდიდატმა მოკლედ გაიხსენა საქართველოს პოლიტიკური ვითარება 1990 წლიდან დღემდე, ისაუბრა ახლანდელი და წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ლიდერებზე.
„ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს, არჩევნებზე კანდიდატს ავირჩევთ 100%-ით და მეორე დღიდან ვწყევლით 100%-ით. ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია და ექვს თვეში გავაქციეთ, დავუჩოქეთ შევარდნაძეს, ჩამოვიყვანეთ და დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.
შემდეგ სააკაშვილისკენ მივმართეთ იმედის თვალი და მალევე მივხვდით, ცუდი რომ იყო, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გაგვანადგურა, ვერ მოვიშორეთ.
შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დაველოდეთ, – როდის ავშენდებოდით და ავყვავდებოდით. ამ წლების შემდეგ მივხვდით, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გვატყუებდნენ იმედი დავკარგეთ.
მაჟორიტარ დეპუტატს ბოლოჯერ ვირჩევთ – 2021 წლიდან პარლამენტს მხოლოდ პროპორციული სისტემით ავირჩევთ ამიტომ ახლა სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა გიორგი კასრაძემ.
ამავე თემაზე
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ხარაგაულში ახალგაზრდებს შეხვდნენ
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები ხარაგაულში მოსახლეობას ხვდებიან
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.