

მომდევნო თვენახევარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სამწლიანი გეგმა შემუშავდება, – ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შედგება დოკუმენტი, რომელშიც შევა ინფრასტრუქტული, სოციალური თუ კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები. „უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, პროექტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – მნიშვნელოვანია იმის დასაბუთება, თუ რამდენ ბენეფიციარს შეეხება პროექტი. რომელი მუნიციპალიტეტიც ვერ წარადგენს არგუმენტირებულ გეგმას, შესაძლოა მათთვის განკუთვნილი თანხა უკეთესი პროექტების მქონე მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდეს. ეს სერიოზული კონკურენციაა.“
პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ამ კვირაში შეიკრიბება. „სამუშაო ჯგუფში შევლენ გამგეობის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.
მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ სამწლიან სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს წლის ბოლომდე იმერეთის გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭო განიხილავს. მოწონებული პროექტები ამის შემდეგ დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი