დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ქვეყანაში პირველად დაპიქსირების დღიდან ამ მომენტამდე, 7093-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარის შემდეგ ყველაზე საყურადღებო მდგომარეობა იმერეთშია. აქ ეპიდემიოლოგები ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ატარებენ.
ამირან გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი რეკომენდაციების დაუცველობამ შეუწყო. ის მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოიწოდებს. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა კორონავირუსის პრევენციისათვის.
„აჭარაში ავამოქმედეთ სლოგანი ხანდაზმულებისთვის – დარჩით სახლში, თუ გადაუდებელი შემთხვევა არ არის. ეს სლოგანი სასურველია ვიხმაროთ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.
ეპიდემია ჩვენთან უფრო მეტ ძალებს იკრებს. ამიტომ, სასურველია უფრო გაფართოებული პრევენციული ღონისძიებები ვაწარმოოთ. უმთავრესია პირბადის ტარება. დადასტურებულია, რომ პირბადე დაავადების გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. უნდა ვიხმაროთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში, სადაც ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა.
აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა. თავი შეიკავეთ დიდი შეკრებებისგან. ჩვენ შევდივართ ახალ პროცესში. მოდის რესპირაციული ინფექციების სეზონი. გრიპის სიმპტომები კორონავირუსის მსგავსია. ჩვენ ამ მომატებული რისკის მაქსიმალური მინიმიზაცია უნდა მოვახდინოთ. ეს მინიმიზაცია შესაძლებელი გახდება რეკომენდაციების დაცვით. თუ კარგად დავიცავთ რეკომენდაციებს, ორივე დაავადების შეკავებას მოვახერხებთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი